Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თუ მთავარი პრობლემა ,,ოლე, ოლა” იყო, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ. სინამდვილეში ეს იყო აქციაზე მდგომი ხალხის მოფიქრებული ტექსტი, რომელიც ზუსტად გამოხატავდა, რა გრძნობაც გვქონდა იმ დროს ყველას” – მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი Kordz-ზე

September 26, 2026
“თუ მთავარი პრობლემა ,,ოლე, ოლა” იყო, ჩემს  მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ. სინამდვილეში ეს იყო აქციაზე მდგომი ხალხის მოფიქრებული ტექსტი, რომელიც  ზუსტად გამოხატავდა, რა გრძნობაც  გვქონდა იმ დროს ყველას” – მუსიკოსი გიორგი  გიგაშვილი Kordz-ზე

“თუ მთავარი პრობლემა ,,ოლე, ოლა” იყო, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ. სინამდვილეში ეს იყო აქციაზე მდგომი ხალხის მოფიქრებული ტექსტი, რომელიც ზუსტად გამოხატავდა, რა გრძნობაც
გვქონდა იმ დროს ყველას” – ასე ეხმაურება მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი Kordz-ის მიმართ განვიტარებულ მოვლენებს.

“თუ მთავარი პრობლემა ,,ოლე, ოლა” იყო, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ: ეს შეძახილი-მოძახილი, რომელიც კორძმა ,,დაარემიქსა”, არის პასუხი იმისა, რასაც ჩვენ 3 წლის წინ უკვე ვხვდებოდით და რაც უკვე ყველამ, მათ შორის ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ბოლო დროს საკუთარი ყურებით მოისმინა:
1. ამდენი, აწ უკვე, ,,ყოფილი” დეპუტატისა თუ მინისტრის ციხეში ჩასმა.
2. ყველა იმ
ადამიანის მოშორება, რომელიც აქციების დარბევებში მონაწილეობდა.
3. ფულის გამთეთრებლების-მომპარავების წლობით გამოკეტვა.
4. უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ცემა, შუბლის ძვლების ჩამტვრევა და ამავდროულად ამის ჩამდენებს პასუხი დღესაც რომ არ მოეთხოვათ.
და ა.შ.

სინამდვილეში, ამ ,,რემიქსის” (კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვას, ეს იყო აქციაზე მდგომი ხალხის მოფიქრებული ტექსტი, რომელიც აიტაცა ყველამ, ზუსტად გამოხატავდა იმას, რა გრძნობაც გვქონდა იმ დროს ყველას. იმას, რასაც მაშინვე ვაპროტესტებდით და ვხვდებოდით, აი ზუსტად ამის) ტექსტი სინამდვილეში იმდროინდელ გადაწყვეტილებებს ეკუთვნოდა, რომელიც მიიღეს. უფრო სწორად ეკუთვნოდა იმ ბრაზს, რომელიც გვქონდა და გამოსახატი იყო მაშინ, მერეც და ახლაც.
უბრალოდ პროპაგანდამ დაგაჯერათ, რომ ყველას გეკუთვნოდათ, და თქვენც უნამუსოდ აიტაცეთ ისე, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ!
სინამდვილეში, პროტესტის მონაწილეები ზუსტად იმ ხალხზეც ფიქრობდნენ, ვინც დღეს ისევ მათ ებრძვის.
აი ამიტომ ხართ ბოროტები. ამიტომ არ გიყვართ თქვენი ხალხი და ამიტომ არ გიყვართ საქართველო!
კორძი – კიდე გამოხატავს იმას, რაც მინდა რომ იყოს საქართველო. იმ ადამიანს გამოხატავს, ვისითაც უნდა აშენდეს ქვეყანა. თანამედროვე, ქვეყნის მოსიყვარულე და პატრიოტი” – წერს მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”. მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: “წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ შეიძლება ვდუმდეთ და ვწირავდეთ ხელოვანებს” – მუსიკოსების მხარდაჭერა Kordz-ს
  • “მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ და გადმოგვეცით” – გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლს ემშვიდობება
  • “მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია” – ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge