Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რასამთავრობოებმა სააკაშვილი ბოლოს აღარ შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მათ დავეთანხმე, შემდეგ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი და სიაში შეიყვანეს” – ლევან მაჭავარიანი

September 26, 2026
“გადაცდომასთან დაკავშირებით დავალება არავის გაუცია, მინდა დავიჯერო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნა” – ლევან მაჭავარიანი

ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო, შემდეგ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმანეთს აბულინგებენ.

„არასამთავრობოებმა ბოლოს უკვე აღარ შეიყვანეს სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან ვისაც მათი სჯერა საქართველოში, ჯამში, შეიძლება, 20-30 ადამიანი იყოს, ისინიც უკვე აღარ იჯერებენ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბულინგმა გაჭრა, დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება ისეთ საქმეებთან, ყველამ იცის სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებული საქმე, შემდეგ შეფუთეს „პიჯაკების საქმედ“. ცხრა მილიონ ლარზეა საუბარი და არა მგონია, პიჯაკები ამდენი ჯდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, ეკა გიგაურისგან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, თითქოს საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ეს მაშინაც ვთქვი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო. შემდეგ მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს „ნაცებმა“ ერთმანეთში, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ შეიძლება ვდუმდეთ და ვწირავდეთ ხელოვანებს” – მუსიკოსების მხარდაჭერა Kordz-ს
  • “მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ და გადმოგვეცით” – გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლს ემშვიდობება
  • “მეც ვფიქრობ, რომ ბატონი Kordz-ი ფაშისტია” – ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge