Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

September 26, 2026
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.

„26 სექტემბერს, 03:00 საათზე, ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება გეგმის შესაბამისად შეწყდა. სისტემის დაცლის შემდეგ, 06:00 საათზე, მოქმედი მაგისტრალის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოები, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. გეგმის მიხედვით, უშუალო გადაერთების სამუშაოები დაახლოებით 24 საათს გასტანს.

გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. წყალმომარაგების სრულად აღდგენა 27 სექტემბერს, 15:00 საათამდე იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მშენებარე ახალი ხიდის გამო, რომლის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის. მის გადასატანად ახალი მილი მოეწყო და ახლა მოქმედი ქსელი სწორედ მასზე ერთდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით, სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს უწევს. პროცესის შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგულარულად მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შერიგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია” – რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “რიგ კულტურებში ნათესი ფართობების შემცირების მიუხედავად, გაიზარდა მოსავლიანობა – სექტორში ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge