Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი შემცირდა

September 25, 2026
საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი შემცირდა

საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი 2026 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში: Free to Think, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია Scholars at Risk ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი 2025 წელს 0.72 ქულას შეადგენდა და შეფასებული იყო, როგორც „ძირითადად თავისუფალი“, 2026 წელს კი ეს მაჩვენებელი 0.58-მდე შემცირდა და ფასდება, როგორც „ზომიერად შეზღუდული“.

“ქართული ოცნების“ მთავრობამ გააძლიერა უმაღლესი განათლების ცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა მასშტაბური რეფორმების გზით, რომლებმაც საჯარო უნივერსიტეტებში პროგრამების გაერთიანება გამოიწვია. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ახალ პოლიტიკას აპროტესტებდნენ; მათი არგუმენტით, აღნიშნული ინიციატივები ხელყოფდა ინსტიტუციურ ავტონომიას, რადგან განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფო კონტროლს აწესებდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის დოკუმენტში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შეტანილ ცვლილებებზე და „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის” ინიციატივაზე და ხაზგასმულია, რომ კრიტიკოსების მტკიცებით, რეფორმებმა შეასუსტა უნივერსიტეტის ავტონომია და გაზარდა მთავრობის კონტროლი უმაღლესი განათლების სისტემაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა რამდენიმე კანონში, რათა შეექმნა განხორციელების სამართლებრივი ჩარჩო. 2025 წლის დეკემბერში მიღწეულმა ცვლილებამ გააუქმა გრანტებზე დაფუძნებული უნივერსიტეტების დაფინანსება და ჩაანაცვლა იგი „სახელმწიფო შეკვეთის“ მოდელით, რომელიც სრულად აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტის სწავლის საფასურს. მეორე ცვლილებამ, რომელიც 2026 წლის თებერვალში მიიღეს, მთავრობას უფლებამოსილება მისცა, ზედამხედველობა გაუწიოს საჯარო უნივერსიტეტების რეორგანიზაციას პროცესის მიზნების, სტრუქტურისა და ვადების განსაზღვრით. ამ ცვლილებამ ასევე საშუალება მისცა მთავრობას, შეაჩეროს ან შეცვალოს უნივერსიტეტის არსებული მმართველი ორგანოების უფლებამოსილება რეორგანიზაციის პერიოდებში, რაც მას საშუალებას აძლევს დანიშნოს რექტორობის მოვალეობის შემსრულებლები და დროებითი ხელმძღვანელობა, ან შექმნას დროებითი საბჭოები.

“უნივერსიტეტის სტრუქტურასა და სასწავლო გეგმებზე მთავრობის კონტროლის ცენტრალიზებით, კანონმდებლობამ შეამცირა ცალკეული დაწესებულებების ავტონომია და უზრუნველყო პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ყოველწლიურ ანგარიშს, Free to Think, 2015 წლიდან აქვეყნებენ და ის აანალიზებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმებს. წლევანდელი ანგარიში 59 ქვეყანასა და ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ასახავს და ხაზს უსვამს შემაშფოთებელ მოვლენებსა და ტენდენციებს ოცზე მეტ ქვეყანაში: ავღანეთში, ბანგლადეშში, ჩინეთში, კოლუმბიაში, საქართველოში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირანში, ნიგერიაში, პაკისტანში, პალესტინის ტერიტორიაზე, ფილიპინებში, რუსეთში, სენეგალში, სერბეთში, სირიაში, თურქეთში, უკრაინაში, შეერთებული შტატებში, ვენესუელასა და ზიმბაბვეში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გზა 3 თვეა ასეთ მდგომარეობაშია…” – ვრცელდება ვიდეო
  • “ქართულ ოცნების“ ლიდერების მასპინძლობის გამო, ნიუ იორკის ქართული რესტორანი “უბანი“ განმარტებას აკეთებს
  • “გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი”- პატრიარქი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge