შეფასებები გრძელდება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ჯგუფმა, რომელიც გარე ძალების დავალებით თბილისში ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს მართავს, სექტის სახე მიიღო.
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ პროტესტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არ შემოიფარგლება და ის ქვეყნის მასშტაბით – ყველა ქუჩაზე, ქალაქსა და სოფელში არსებობს.
“პროტესტი არსებობს ამ ქვეყნის ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში და ყველა სოფელში. მე არ ვაპირებ რომელიღაც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე შეკრებილი ადამიანების ანალიზს. მე პროტესტს არ ვთვლი რომელიღაც ქუჩაზე არსებული შეკრებებით. მე თვითონ არ ვყოფილვარ რუსთაველის პროტესტზე ძალიან დიდი ხანია… პროტესტი არის ბევრგან”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
