ცარიელი მერხები და გაფლანგული მილიონები – თერჯოლაში სკოლის რეაბილიტაცია უკვე 3 წელია გრძელდება,- ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომელიც, საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და მოსახლოებასაც გაესაუბრა.
როგორც ირკვევა, მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, რადგან მშობლებს აღარ აქვთ იმედი, რომ სკოლა დროულად გაიხსნება.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მმართველობა ახლა კორუფციაზე, არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაზე დგას.
“ქართული ოცნების“ ხლეისუფლება რომ დევნის საქართველოს მოსახლეობას, და უნდა, რომ ყველა წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამას დიდი ხანია სხვადასხვა რაიონიდან, რეგიონიდან და ქალქიდან ვყვები. ერთ-ერთი მაგალითია თერჯოლა, სადაც #1 საჯარო სკოლა ჯერ დახურეს, 2023 წელს, მოსწავლეები გადაიყვანეს სადღაც, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2026 წელსაც არ ჩანს დასრულების არანაირი მაჩვენებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი ბიუჯეტიდან კი არ ფინანსდება, დონორი არის მსოლფიო ბანკი, განკარგავს ამ რესურსებს და მხარდაჭერას “ქართული ოცნება“ და როგორც განკარგავს ჩანს, კორუფციით, არაკომპეტენტურობით და უპასუხისმგებლობით, – განაცხადა კურპაძემ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აწუხებთ უმუშევრობაც, რის გამოც სოფლები იცლება.
