ნიუ-იორკში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოსკაროსანი მსახიობი სიუზან სარანდონი დააკავეს – გაეროს შტაბბინის მიმდებარედ დემონსტრანტები ისრაელის პრემიერმინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას აპროტესტებდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს და პოლიციის მოთხოვნის შემდეგ ტერიტორიის გათავისუფლებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს. მათივე ცნობით, სარანდონთან ერთად დააკავეს მსახიობი ჰანა აინბინდერიც და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი. Reuters-ის ინფორმაციით, თავდაპირველად სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს, თუმცა აქციის ორგანიზატორი Jewish Voice for Peace 100-ზე მეტ დაკავებულზე საუბრობს. ამ დროისთვის უცნობია, წაუყენეს თუ არა სარანდონის კონკრეტული ბრალი.
