Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

September 25, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც ყოველგვარ სამხედრო ლოგიკას მოკლებულია, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

“რუსებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დრონით დაარტყეს. საუბედუროდ, დაიღუპა 14 წლის ბიჭი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. დაშავდა შვიდი ადამიანი. ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, სამაშველო სამსახურები კი შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობას განაგრძობენ. ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დღის დასაწყისიდან თავდასხმა უკრაინის რვა რეგიონზე განხორციელდა. ოდესაში, საფოსტო ობიექტზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეში დარტყმა მიაყენეს სამედიცინო კლინიკას, სადაც იმ მომენტში ხალხი იმყოფებოდა. დაშავებულები არიან სუმისა და მიკოლაივის რეგიონებშიც.

“ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრებზე უკრაინამ პარტნიორებს ღიად აცნობა: ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი მხოლოდ გააძლიერებს ესკალაციას, თუ მასზე ზეწოლა არ მოხდება. იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს, აუცილებელია აშშ-ის სანქციების აღსრულება და ევროპული სანქციების გამკაცრება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ მშვიდობის დამყარების გასაღები – ძალის მეშვეობით. რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დაელოდებიან ომის თავისით დასრულებას და რომ ომი უნდა დასრულდეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ხელს უწყობს”, – აცხადებს ზელენსკი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართულ ბანკებში 3.8 მლრდ რუსული რუბლი ინახება
  • ” სალომე ზურაბიშვილი ტიპური აგენტია, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და ხალხს” – კახა კალაძე
  • “პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის…” – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge