ახლა რომ გიგა ავალიანი გაცოცხლდეს, გაიგოს ვინ მოკლა და რატომ მოკლა, გიგას გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა – ამის შესახე მოკლული გიგა ავალიანის დედამ გადაცემაში “Voice of lawyer” – “ადვოკატის ხმა” განაცხადა.
რას ეტყოდა გიგა ავალიანი საზოგადოებას? – ამ კითხვით მიმართა გადაცემის წამყვანმა ეკა კუპატაძეს.
“უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, ახლა რომ გიგა ავალიანი გაცოცხლდეს, გაიგოს ვინ მოკლა და რატომ მოკლა, გიგას გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა…” – თქვა ეკა კუპატაძემ.
“გაგიკვირდებათ და მკვლელების ახლო ნათესავებიც მე ფარულად მეკონტაქტებიან, თანადგომას მიცხადებენ, ძალიან ბევრ ინფორმაციას მაწვდიან…” – გაიხსენა მოკლული მასწავლებლის დედამ.
