კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი – დაახლოებით, 2000 წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანი, რომელიც მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან.
მისი დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი.
მეორეა დიხთაუ, სიმაღლით 5206 მეტრი (მდებარეობს რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთი).
მესამეა ყოშთანთაუ – 5152 მეტრი (მდებარეობს რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთი).
მეოთხეა შხარა – 5203 / 5068 მეტრი (საქართველოს უმაღლესი წერტილი, მდებარეობს სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე).
მეხუთეა ჯანღა – 5058 მეტრი (მდებარეობს სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე).
