Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წყალი 36 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

September 25, 2026
წყალი 16 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ცენტრალური მაგისტრალური სისტემის დაცლას რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ, დილის 07:00–08:00 საათისთვის შესაძლებელი გახდება მოქმედი მილის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოების დაწყება.

უშუალო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება და, გეგმის მიხედვით, დაახლოებით 24 საათს გასტანს. გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

გადაერთების აუცილებლობა უკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალი სწორედ ამ მილზე უნდა გადაირთოს.

შეზღუდვა შეეხება 80 000-მდე აბონენტს. შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გაავრცელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს გაუწევენ. ადგილზე მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი, რათა სამუშაოები წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დასრულდეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის.

მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ” – პენიტენციური სამსახური
  • “48 საათში დენი გაგეთიშებათ“ – უცნობებმა სატელეფონო ზარით ქართველ ემიგრანტს ჯერ ელექტროენერგიის გამორთვა მოსთხოვეს, შემდეგ კი სახლში ოქროს ძებნას აიძულებდნენ
  • “ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ქვეყნისთვის” – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge