“სექტანტების ყველა ნიშანი “ქართული ოცნების” ლიდერერების ქმედებაში ჩანს”- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადცა მან პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა.
“ამათ გვეძახონ სექტანტები, ჩვენ ვართ საქართველოს ხვალინდელი დღე” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი
“მივესალმები “სექტანტებს”, სასაცილო არვიცი რამდენად არის ეს, იმიტომ, რომ ყველა ნიშნები იმისი, რასაც სექტა წარმოადგენს, არის რეალურად, “ქართულ ოცნებაში”, სადაც სუფევს დღეს უკვე პარანოიაა, ერთმანეთის მიმართაც უნდობლობაა და ეს რაღაცა ჩაკეტილობა, რაც არის სექტანტების ნიშანი, მაგრამ ამ თემას არ გავაგრძელებ”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ვიზიტები შეაფასა და თქვა, რომ “ოცნებას” პაერტნიორებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
კობახიძე არის გაეროში და ნაურუს [პრეზიდენტს დევიდ ადეანგს] ხვდება თუ არ ვცდები, პაპუაშვილი არის ლუქსემბურგში და არვიცი ვის ხვდება და მთავარი ის არის, რომ არ ვიცი რა გზავნილი აქვთ ამათ ჩვენი უცხოელი პარტნიერებისთვის.
იმ ფონზე, სადაც რეალურად არცერთ ნაბიჯს არ დგავენ იმისთვის, რომ ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიმართ ან ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ რამე ისეთი გზავნილი იყოს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, რაღაცას გამოვასწორებთ, ახალ ნაბიჯებს გადავდაგვთ ეს არსად არ ჩანს და პირიქით, მიმდინარეობს რეპრესია-რეპრესიაზე და კიდევ უფრო მკაცრი, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ახალი პარტიების ამ სიაში შეყვანის და ა.შ. ამიტომ მე მგონი, რომ სათქმელი მათ არაფერი არა აქვთ. თუ აქვთ მოვისმინოთ რას იტყვიან”- დასძინა მან.
