საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, ჩატარებული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
მათივე განცხადებით, ისინი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს – აღნიშნულია ინფორმაციაში.
