დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მინისტრი 21-ე საჯარო სკოლი მოსწავლეების მშობლებს და პედაგპგებს ხვდება, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონიც იმყოფება.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრის პარალელურად სამინისტროს შენობის წინ, მშობლები და მასწავლებლების ნაწილი და ბავშვები იმყოფებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა და მასწავლებლებმა განაცხადეს, მათი პირობა იქნება, ორშაბათიდან სწავლა განახლდეს და ალტერნატივას არ განიხილავენ.
