Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გავლენა ექნება „ტრამპ თაუერს“ უძრავი ქონების ბაზარზე

September 24, 2026
რა გავლენა ექნება „ტრამპ თაუერს“ უძრავი ქონების ბაზარზე

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებამ შესაძლოა, ადგილობრივ სამშენებლო ხარისხზე, უსაფრთხოების სტანდარტებსა და პრემიუმ სეგმენტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

როგორც Primelist Global-ის დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო მასშტაბის პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ირიბი ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე იმ სტანდარტების დანერგვაა, რომლებიც ადგილობრივ პროექტებში მათი მაღალი ღირებულების გამო ხშირად ნაკლებად არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება პროექტის საბოლოო ფასებს და მის გავლენას ბაზარზე, გივი კორინთელი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბაზრის კონიუნქტურაზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლრდ დოლარია და 600 000 კვ.მ ფართობზე 6 ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

მათ შორისაა 62-სართულიანი პრემიუმ კლასის შენობა, რომელიც ცენტრალურ პარკთან, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან ახლოს უნდა აშენდეს და პროექტის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური დანიშნულების ცენტრი იქნება, რომელიც რეზიდენციებს, სავაჭრო ობიექტებსა და რესტორნებს გააერთიანებს.

„ზოგადად ასეთ საერთაშორისო, გლობალურ პროექტებს, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, პოზიტიური გავლენა აქვს ზოგადად იმ ქვეყნის ბიზნესწარმოებაზე, რომელშიც ის ხორციელდება. ეს ზეგავლენა ხშირ შემთხვევაში გამოიხატება იმით, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიც დღეს ჩვენი დეველოპერების და ადგილობრივი მშენებლობების დროს არის უგულებელყოფილი, უბრალოდ, მათი სიძვირის გამო, ასეთ გლობალურ პროექტებში ყოველთვის არსებობს.

მაგალითისთვის, ეს არის უსაფრთხოება, ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი, ვადების კონტროლი, რასაც, როგორც წესი, ახორციელებენ არა ადგილობრივები, არამედ გამოცდილი კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა მიმართულებაზე. ამ კომპანიების აქ ყოფნა თავისთავად პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ბაზარზე.

ეს მერე უკვე პირდაპირ კავშირშია აქაური დეველოპერების სწრაფვასთან, რომ ხარისხი, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. ასევე, ამ კომპანიებს, რომლებიც ამ პროექტში იქნებიან ჩართულნი (საერთაშორისო კომპანიებსა და ექსპერტებზე მაქვს საუბარი), შეიძლება კიდევ სხვა ადგილობრივ პროექტებში გაუჩნდეთ ინტერესი, რომ მათაც უხელმძღვანელონ და ეს ირიბი ეფექტიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ბაზარზე“, – განაცხადა გივი კორინთელმა.

მისი შეფასებით, პროექტის მიერ ბაზარზე ფასების მხრივ შექმნილი ეფექტის წინასწარ შეფასება რთულია, რადგან საბოლოო ღირებულებები შესაძლოა, რამდენჯერმე შეიცვალოს.

„რაც შეეხება ფასების ნაწილს, ეს ფასი კიდევ ბევრჯერ დაკორექტირდება. გაყიდვების ეტაპზე რა და როგორ მოხდება, ამას უნდა დაველოდოთ. მაგალითად, იგივე „იგლ ჰილსის“ შემთხვევაში პირველი გაცხადებული ფასი აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ ფასებთან შედარებით, რომლითაც მათ დაიწყეს გაყიდვები. ანუ გაცილებით დაბალ ფასებში დაიწყო გაყიდვები, ვიდრე თავდაპირველად იყო გაცხადებული.

აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკის მდგომარეობაზე, კონიუნქტურაზე, მეზობელ ქვეყნებსა თუ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ა.შ.

ჩვენი დეველოპერები რამდენად დაეწევიან ამ ფასებს – ალბათ, უფრო ნაკლებად, რადგან ის საერთოდ სხვა პარამეტრებით და სტანდარტებით შენდება. ყოველ შემთხვევაში, წინა 29 „ტრამპ თაუერი“, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ცოტა სხვა სტანდარტებს გულისხმობს და თავისთავად ეს დასადები ფასიც ამ სტანდარტების გათვალისწინებით ითვლება.

ეს სხვა კატეგორიაა, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ჩვენთან გარკვეული დეველოპერებისთვის და მყიდველებისთვის“, – განაცხადა გივი კორინთელმა.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს „ტრამპ თაუერის“ მთავარი სამიზნე მომხმარებელი – Primelist Global-ის დამფუძნებლის შეფასებით, პროექტი პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა, სხვა ბრენდულ პროექტებთან შედარებით, საერთაშორისო ბრენდის მასშტაბი და ცნობადობაა.

„პრემიალური სეგმენტია. მას ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, როგორც ყველა ბრენდულ აპარტამენტს, თუმცა „ტრამპ თაუერს“ კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს ამ კუთხით. მაგალითად, როდესაც შენდება „რედისონები“, „მარიოტები“ და ა.შ., იგივე ბათუმში, იქ მაინც ადგილობრივი ხელწერა იგრძნობა. კი, საერთაშორისო კონკრეტული ბრენდისთვის დამახასიათებელი სტანდარტით მიმდინარეობს მშენებლობა და ხდება მოპირკეთება, მაგრამ მაინც ადაპტირება ხდება ადგილობრივ ბაზარზე და ხშირად უმაღლეს სტანდარტს არ აღწევს ხოლმე სხვადასხვა დეველოპერული პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდულია.

„ტრამპ თაუერის“ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე სხვა ხარისხია, სხვა სტანდარტია, განსხვავებული ინტერიერით. შესაბამისად, დაინტერესებული ინვესტორისთვის აქ ინვესტიციის განხორციელების დიდი პლუსი ის არის, რომ მსოფლიო რუკაზე დაისმება, რომ აქ „ტრამპ თაუერია“. ისედაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბით – 30 არ არის ბევრი.

შესაბამისად, აქ ჩამოსული ადამიანი, რომელიც თუნდაც 1 კვირით აპირებს ჩვენს ქვეყანაში დარჩენას, ბრენდულ სასტუმროში დარჩენას, დიდი ალბათობით, აქ აპარტამენტის დაქირავებას ამჯობინებს, გამომდინარე მისი ლოკაციიდან, ინფრასტრუქტურიდან და ა.შ.“, – ამბობს გივი კორინთელი.

„ტრამპ თაუერის“ პროექტის გარდა, გივი კორინთელმა ახალ პლატფორმაზეც ისაუბრა, რომელზეც მისი კომპანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მისი თქმით, პლატფორმის მიზანი ქართული უძრავი ქონების ერთ სივრცეში გაერთიანება და საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრირებაა.

როგორც გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ბაზარზე გაყიდვების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებასა და ქართული უძრავი ქონების საერთაშორისო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„პლატფორმა გააერთიანებს მთლიან ბაზარს, ლაივ რეჟიმში იქნება ყველანაირი უძრავი ქონების „მოძრაობა“ ანუ გაყიდვა, ახალი ქონების „შემოსვლა“ და ა.შ. მოხდება ასევე ამ პლატფორმის ინტეგრირება მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმებზე, შესაბამისად, იქ იქნება წარმოდგენილი ჩვენი ბაზრის უძრავი ქონებაც. ეს უდავოდ გაზრდის გაყიდვებს“, – განაცხადა გივი კორინთელმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის ოფიციალური Facebook-გვერდი აღარ იძებნება
  • “შემოქმედების გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, ოღონდ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის და მიუღებელია”- რას ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე
  • საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge