სახალხო პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრომ უკან დაიხია – ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 21-ე საჯარო სკოლას არარ დაანგრევენ.
რა ბედი ელის თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლას – სამინისტროს გადაწყვეტილება ცნობილია
მოსწავლეების მშობლებს აინტერესებთ, ასეთი რა დამაზუსტებელი შეფასება გააკეთა ექსპერტიზის დასკვნამ, რომ სკოლაში დაბრუნება შესაძლებელი გახდა.
თუმცა, ისინი მიიჩნევენ, რომ დაპირებული 3-4 კვირიანი რეაბილიტაცია, ასე მალე ვერ დასრულდება, რადგან სამუშაოების დაწყებამდე კომპანიაა მოსაძებნი, რომელიც შესაბამის დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას წარადგენს.
აღმოჩნდა, რომ 21-ე საჯარო სკოლა დასანგრევი არაა, მიუხედავად ამისა, დღევანდელ მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც გააჩნია ხარვეზები. რა დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა განათლების სამინისტრომ, რა დამაზუსტებელი შეფასება გააკეთა ექსპერტიზის დასკვნამ ისეთი, რომ რამდენიმე კვირიანი რემონტის ჩატარების შემდეგ, თურმე შესაძლებელი გახდება შენობაში დაბრუნება. ამ რემონტის ჩატარებას სჭირდება ტენდერის გამოცხადება, თუ იმას დავუშვებთ, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელდა რომელიმე კომპანიის მოძებნა, რომელიც ჩაატარებს ამ რემონტს, 3-4 კვირა ამას მაინც არ ეყოფა. 3-4 კვირა, მხოლოდ ნახაზების, გეგმის და ხარჯთაღრიცხვის შედგენას სჭირდება, თუ რისი რეაბილიტაცია და რემონტი იგულისხმება, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
კიდევ ერთი მშობელი კი ეჭვობს, რომ განათლების სამინსიტროს ახალი დაპირება პროტესტის ჩახშობას და მშობლების დროებით დაშოშმინებას ემსახურება.
ეს ყველაფერი ემსახურება პროტესტის ჩახშობას და მშობლების დროებით დაშოშმინებას. თუ შესაძლებელია ავარიული შენობის რეაბლიტაცია სასწავლო პროცესის პარალელურად, ისე, რომ უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის, მაშინ ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი რატომ არ დგება. ანუ რა გამოდის, დასკვნა აცდენილია რეალობას. ჩვენ ვითხოვდით ალტერნატიულ ექსპერტიზას და რა გამოდის, რომ შიდა უწყებები, კომისიის მსჯელობა უდრის ალტერნატიულ ექსპერტიზას? – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
დღეს, 24 სექტემბერს, განათელების სამინისტროში მშობლების და პედაგოგების ნაწილი მინისტრს შეხვდება, პარალელურად კი სამინისტროსთან შეიკრიბებიან მშობლები და ბავშვები და კითხვებზე პასუხებს დაელოდებიან.
