Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

5 პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, ზამთარში გაძვირდეს – საერთაშორისო მეცნიერების პროგნოზი

September 24, 2026
5 პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, ზამთარში გაძვირდეს – საერთაშორისო მეცნიერების პროგნოზი

ექსტრემალური ამინდი, კლიმატის ცვლილება და მიმდინარე ელ-ნინიოს კომბინაციაა მსოფლიოში პროდუქტების ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

შედეგად წლევანდელ ზამთარს შოკოლადი, კარტოფილი, ფოთლოვანი ბოსტნეული, პური და ზეითუნის ზეთი შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაძვირდეს – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ბაზირებულ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მედიაქსელ Science X-ში შემავალ ვებგვერდ Phys.org-ზე წერია.

ამასთან, საერთაშორისო კონფლიქტებმა საწვავის, სასუქისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საშუალებების ღირებულება გაზარდა.

მეცნიერთა აზრით, ეს ფაქტორები ერთმანეთს აძლიერებენ. კერძოდ, არაპროგნოზირებადი ამინდი მოსავლიანობას ამცირებს, ხოლო ენერგიასა და სასუქზე მზარდი ფასები საკვების წარმოებას აძვირებს. შედეგად, ფასებთან ერთად შესაძლოა, ზოგიერთი პროდუქტის ასორტიმენტი, მოცულობა და შემადგენლობა შეიცვალოს.

შოკოლადი

კაკაოს ხეები ამინდის პირობების მიმართ მგრძნობიარეა. გვალვები მოსავლიანობას ამცირებს, ხოლო ძლიერი წვიმა დამტვერვას ხელს უშლის და სოკოვანი დაავადებების რისკს ზრდის. მიმდინარე ელ-ნინიომ კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში შესაძლოა, ამინდის არასტაბილურობა გაზარდოს. ცუდმა მოსავალმა 2024 წელს ფასების მკვეთრი ზრდა უკვე გამოიწვია. თუ კაკაოს ფასები კვლავ გაიზრდება, მწარმოებლებმა შესაძლოა, მისი წილი შეამცირონ ან ძვირი ინგრედიენტები, როგორიც, მაგალითად, კაკაოს კარაქია, უფრო იაფი ალტერნატივებით შეცვლაონ.

კარტოფილი

კარტოფილის ბოლქვების ფორმირებას დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება, ამიტომ ზაფხულის ძლიერმა გვალვამ მოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. წინასწარი შეფასებით, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში კარტოფილის მოსავალი შესაძლოა, მოსალოდნელზე 3.5 მლნ ტონით ნაკლები იყოს. შედარებით სტაბილური მოთხოვნის პირობებში მიწოდების შემცირება, როგორც წესი, ფასების ზრდას იწვევს. მომხმარებლებს შესაძლოა, ალტერნატიული იაფი პროდუქტები სულ უფრო ხშირად შესთავაზონ, როგორიც არის შვრია, ქერი და პარკოსნები.

ფოთლოვანი ბოსტნეული

ისპანახი, სალათის ფურცლები და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული სიცხისა და წყლის უკმარისობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, მცენარეების ნაადრევი ნაყოფიერება გამოიწვიოს, ხოლო გვალვა მორწყვის შესაძლებლობებს ზღუდავს. დასუსტებული მცენარეები, ასევე, მავნებლების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. შემცირებული მოსავლის გამო სავაჭრო ქსელებს შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან იმპორტის გაზრდა დასჭირდეს, რაც პროდუქციის ღირებულებას ზრდის.

პური

ხანგრძლივმა გვალვამ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხორბლის მოსავალი შეამცირა. თუმცა მარცვლეულის ღირებულება პურის ფასის მხოლოდ ერთი ფაქტორია: თავად ხორბალი ჩვეულებრივი პურის ღირებულების, დაახლოებით, 10%-ს, ხოლო მნიშვნელოვან ნაწილს ენერგია და სხვა საწარმოო ხარჯი შეადგენს. ამდენად, ხორბლის ცუდმა მოსავალმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს იმ პროდუქტის ფასი, რომელიც ტრადიციულად ძირითად და ხელმისაწვდომ საკვებ პროდუქტად ითვლება.

ზეითუნის ზეთი

2024 წელს მკვეთრი ზრდის შემდეგ ზეითუნის ზეთის ფასი შემცირდა, თუმცა შესაძლოა, მომდევნო თვეებში კვლავ გაიზარდოს. ხმელთაშუა ზღვის ზეთისხილის ბაღები უფრო ხშირ გვალვებსა და ექსტრემალურ სიცხეს აწყდებიან. ამასთან, წელს ხანძრებმა საბერძნეთში, იტალიასა და პორტუგალიაში მოსავალი დააზიანა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულია”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • თამაზ ელიზბარაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს
  • ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 35-45 თეთრით გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge