Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძმებ ფეიქრიშვილებსა და ალექსანდრე ჩაფოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

September 24, 2026
ძმებ ფეიქრიშვილებსა და ალექსანდრე ჩაფოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და მისი დაც­ვის წევ­რს, ალექ­სან­დრე ჩა­ფო­ძეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ეკა ბარ­ბა­ქა­ძემ მი­ი­ღო.

პრო­კუ­რორ­მა და­ვით დე­ვი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ერთი წელი დას­ჭირ­და, რად­გან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ექ­სპერ­ტი­ზა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ არის.

“საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი ამ საქ­მე­ში არ არის. კა­მე­რე­ბი სრუ­ლად არ გვქო­ნია. და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზე­ბის მი­ღე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, მი­ვი­ღეთ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი და დად­გინ­და, რომ გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და­ზა­რა­ლე­ბულს. ასე­ვე სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 21 სექ­ტემ­ბერს დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე ჩა­ფო­ძემ, რის შემ­დე­გად და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვა­კა­ვეთ“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ასე­ვე, პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­საც.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და მისი დაც­ვის წევ­რს, ალექ­სან­დრე ჩა­ფო­ძეს, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბას ედა­ვე­ბა. ფე­იქ­რიშ­ვილ­სა და ჩა­ფო­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს. უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, შუქ­ნი­შან­თან გა­ჩე­რე­ბის გამო, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რავ და­ზა­რა­ლე­ბულს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფრა­ზე­ბით მოს­თხო­ვა გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე ჩა­ფო­ძემ მას მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს მას­ზე, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და მი­ი­ღო სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 სექ­ტემ­ბერს, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, და­ზა­რა­ლე­ბულს 47 000 აშშ დო­ლა­რის (122 580,70 ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში) გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვა, თით­ქოს­და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან მის­თვის წი­ლის სა­ხით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “გ“ ქვე­პუნ­ქტით (გა­მო­ძალ­ვა, სხვი­სი ნივ­თის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნა, რა­საც ერ­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რა, ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • წყალი 36 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • ტემპერატურის კლება და ნალექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge