Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახლა ვის ჯიბეში მიდის სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ულუფაზე განსაზღვრული ფული? – “ძლიერი საქართველო” პასუხებს ითხოვს

September 24, 2026
ახლა ვის ჯიბეში მიდის სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ულუფაზე განსაზღვრული ფული? – “ძლიერი საქართველო” პასუხებს ითხოვს

“ლელო-ძლიერ საქართველოში” აინტერესებთ, ახლა ვის ჯიბეში მიდის სოციალურად დაუცველები მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ულუფაზე განსაზღვრული ფული და ხომ არ ივსება სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებზე გამოყოფილი თანხით “ქართული ოცნების” პარტიული სალარო? – ამ კითხვაზე პასუხი დღეს კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თორნიკე ართქმელიძემ მოითხოვა.

ართქმელიძის თქმით, საზოაგდოებას უნდა განემარტოს, რა შეიცვალა უფასო სასადილოების სისტემაში მას შემდეგ, რაც სოცდაუცველი მოქალაქეების კვების პროგრამიდან 3.5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს – “გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მათი მფარველი არცერთი მაღალჩინოსანი არ დასჯილა!”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი ტენდერში გამარჯვებულები კვლავ ის კომპანიები და პირები აღმოჩნდნენ, რომელთაც პოლიტიკური კავშირები აქვთ “ქართულ ოცნებასთან”, რაც მისი თქმით ასევე კითხვებს აჩენს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კორუფციული გარიგებებით ქართველი ხალხის ძარცვა რომ სისტემურ ხასიათს ატარებს, ამის დასტურია ყოფილი პრემიერისა და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების საჯარო აღიარებები.

გაძარცვეს ქართული ჯარი, ბაღის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და უფასო სასადილოების 42 ათასზე მეტ ბენეფიციარს 1 ლარად და 70 თეთრად შეფასებული ულუფიდანაც კი ფული მოპარეს.

ეს აღარ არის ცალკეული კორუფციული შემთხვევები, ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო რესურსი ხალხის ნაცვლად “ოცნებასთან” დაახლოებული პირების ჯიბეში მიდის.

“ქართულმა ოცნებამ” სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებიდან მილიონების მითვისებაში მხილებული კომპანიები იმ კომპანიებით ჩაანაცვლა, რომელთა უკანაც “ქართული ოცნების” შემომწირველები დგანან.

თბილისის სამ რაიონში – საბურთალოზე, ნაძალადევსა და სამგორში 2026 წლის უფასო კვების უზრუნველყოფის ტენდერებში გამარჯვებულმა შპს “ლუკა 2005”-მა თითქმის 11 მილიონი ლარის კონტრაქტები ისე მიიღო, რომ კონკურენტიც არ ჰყოლია. თან ეს იმ ფონზე, რომ მისმა დირექტორმა, იუზა ჯოგლიძემ “ქართულ ოცნებას” 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა. კომპანიის მესაკუთრეა იაშა ჩაჩუა, რომლის ერთ-ერთი კომპანიაც, “ილი ჯგუფი” პენიტენციურ სამსახურში უხარისხოდ შესრულებული ვალდებულებების გამო გაფრთხილებულთა სიაშია შეტანილი.

რაც შეეხება ვაკეს, მთაწმინდას, დიდუბე-ჩუღურეთსა და ისანს, აქ გამარჯვებულმა შპს “ტანდემმა” ჯამურად 6 მილიონამდე ლარის ხელშეკრულებები ასევე უკონკურენტო პირობებში მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა ყველა შემთხვევაში გამგეობების მიერ გამოყოფილი თითოეული ლარი აითვისეს.

რა შეიცვალა უფასო სასადილოების სისტემაში მას შემდეგ, რაც სოცდაუცველი მოქალაქეების კვების პროგრამიდან 3.5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს? გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მათი მფარველი არცერთი მაღალჩინოსანი არ დასჯილა!

გამოცხადდა ახალი ტენდერი უფასო სასადილოების მომსახურებაზე და გამარჯვებულები კვლავ ის კომპანიები და პირები აღმოჩნდნენ, რომელთა პოლიტიკური კავშირები “ქართულ ოცნებასთან” საზოგადოებისთვის კითხვებს აჩენს.

ხელისუფლებამ საზოგადოებას უმარტივეს კითხვაზე უნდა უპასუხოს: რატომ ენდობა თბილისის მერია უფასო სასადილოების საკითხში სწორედ იმ ადამიანებთან დაკავშირებულ ბიზნესებს, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ? რატომ არ გახდა პრიორიტეტი მაქსიმალური გამჭვირვალობა? და როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ერთი კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ სისტემა შეიცვალა, თუ სახელმწიფო ფულის განკარგვაში კვლავ იგივე პოლიტიკური წრის ბიზნესინტერესები ჩნდება?

ეს განსაკუთრებით მძიმეა იმიტომ, რომ საუბარია ყველაზე ღარიბი თბილისელების საკვებზე. ადამიანებზე, რომლებსაც ყოველდღიური კვებისთვის მუნიციპალიტეტის დახმარება სჭირდებათ.
მათთვის ერთი ულუფის ღირებულება კვლავ მხოლოდ 1 ლარი და 70 თეთრია და ამ 1 ლარი და 70 თეთრიდან როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, მილიონობით ლარი მიითვისეს.

ჩნდება კითხვა: ახლა ვის ჯიბეში მიდის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ულუფაზე განსაზღვრული ფული? ხომ არ ივსება სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებზე გამოყოფილი თანხით “ქართული ოცნების” პარტიული სალარო, რომელიც შემდგომ ხელისუფლების წევრების მრავალმილიონიან წარმომადგენლობით ხარჯებს, მათ შორის რესტორნებში მოლხენას ხმარდება?!

ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი და რაც მთავარია, ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, აუცილებელია გაიზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება, რათა სამართლიან პირობებში შერჩეულმა კომპანიებმა ჩვენი თანამოქალაქეების ხარისხიანი კვების უზრუნველყოფა შეძლონ”, – განაცხადა თორნიკე ართქმელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 36 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • ტემპერატურის კლება და ნალექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
  • 7 დაღუპული და 12 დაშავებული – რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge