Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წყალი 36 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები

September 23, 2026
თბილისში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანია თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება.

საგზაო პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არეალში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს და მიკრო რაიონებს, ჟღენტის, შავგულიძის მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოს, ქავთარაძის ქუჩებს, უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების ნაწილს. სოფელ თხინვალას, სოფელ ლისს, აკაკი გელოვანის ქუჩას. სოფელი დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩები, ეკლესიის უბანი, ფარნავაზის N18, N20, N22, N24, N26, შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინის, შმერლინგის ქუჩები, სოფელი ძველი ვეძისი, დიღომი 7, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვნის გამზირი, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის ქუჩები. დიღმის მასივის I კვ მთლიანად (გარდა 10, 11, 12), სოფელი დიღომი, ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონები.

ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ალასანიას ქუჩებს; ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

გლდანის რაიონში: ზაჰესის დასახლება: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათდგვერდის, რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაიოზ ჩარკვიანი ეჭვობს, რომ “მფარველობენ” იმ კლინიკის რეანიმაციის ექიმებს, სადაც მისი შვილი მკურნალობდა – კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე
  • საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოზე იმსჯელებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge