Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქონება არ უფიქსირდება ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიების თანახმად, გიორგი ფეიქრიშვილი 47 ათასს სთხოვდა – “პირველების” ექსკლუზივი

September 23, 2026
ქონება არ უფიქსირდება ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიების თანახმად, გიორგი ფეიქრიშვილი 47 ათასს სთხოვდა – “პირველების” ექსკლუზივი

“კრიმინალურ” წრეებთან დაკავშირებული გიორგი ფეიქრიშვილი, 28 წლის რატი გურგენაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს – “პირველების” ინფორმაციით, სწორედ მისი ჩვენება დევს საქმეში.

გამოძიების მტკიცებით ფეიქრიშვილი გურგენაშვილს 47 ათას დოლარს სთხოვდა, წინააღდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.

“პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურგენაშვილის სახელზე ოფიციალურად არც ქონება ფიქსირდება და არც ბიზნესი. ის დედასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მიეტანა ამდენი თანხა  გურგენაშვილს ფეიქრიშვილისთვის. ეს კითხვა “ტვ პირველმა” საქმის ოქროს მოწმეს დაუსვა, თუმცა გურგენაშვილმა კითხვების მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა.

გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გურგენაშვილთან არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია.

საქმის მასალების მიხედვითაც კი არ იკვეთება რაიმე გადაკვეთა. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთაძე.

გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა გურგენაშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის  გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა “კრიმინალურ” წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში გუშინ გამთენიისას ჩატარდა – “პირველების” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სკოლის დირექტორს და მშობელს შორის – რა მოხდა სკოლაში, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო
  • მოკლულ ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
  • დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge