Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ 9 მილიონიანი კონტრაქტი სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან გამარტივებული წესით გააფორმა

September 23, 2026
საქართველოს რკინიგზამ 9 მილიონიანი კონტრაქტი სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან გამარტივებული წესით გააფორმა

საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონების შესაძენად რუსულ კომპანია „როსლავსკის“ 9 მილიონ ლარს გადაუხდის. ხელშეკრულება გამარტივებული წესით უკვე გაფორმებულია, დოკუმენტს კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრი იური ჩერნიაკი აწერს ხელს. კითხვებს აჩენს ისიც, რომ კომპანია უკრაინის მიერ სანქცირებულია.

კომპანიის შერჩევას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დაბალი ფასითა და ბაზარზე არსებული არჩევანით ხსნის. ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ „როსლავსკი“ მაღალი ხარისხის სატვირთო ვაგონებს აწარმოებს, ევროპული კომპანიები კი საქართველოს რკინიგზისთვის შესაბამის ვაგონებს არ ამზადებენ. რაც შეეხება სანქციებს, აბაშიძე აცხადებს, რომ კომპანიის უკრაინის მიერ სანქცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ეგ კომპანია აწარმოებს ყველაზე საუკეთესო ვაგონებს. ჩვენ მაგ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ძალიან დაბალ ფასად, ყველაზე დაბალი ფასი წარმოგვიდგინა. რკინიგზაში ჩვენ ევროპიდან სატვირთო ვაგონებს ვერ ვიყიდით, იმიტომ, რომ არ აწარმოებს ევროპული ქვეყნები ჩვენს სატვირთო ვაგონებს. არანაირად არ არის სანქცირებული, უკრაინის მხრიდან არ ვიცი, არის თუ არა, ვაგონები როცა შემოდის და ჩვენს საკუთრებაშ გადმოდის, მას შემდეგ ხდება ანგარიშსწორება, ძალიან მალე შემოვა, – ამბობს ლაშა აბაშიძე.

ხელშეკრულების გაფორმების წესსა და რუსულ კომპანიასთან პირდაპირ თანამშრომლობას აკრიტიკებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ქარხანასთან ხელშეკრულება კონკურენციის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, შესაბამისი ვაგონების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იყო შესაძლებელი.

ეს არის ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ ყოველგვარი საშუამავლო კომპანიის გარეშე ანუ საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის გარეშე, პირდაპირ რუსულ ქარხანაში, რუსული ბანკის გავლით გადარიცხა თანხა, ანუ აქედან დოლარი გადაირიცხა და იქ კონვერტაციით რუბლები ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც დღეს მსგავსი ვაგონების შეძენა შესაძლებელი იყო სხვა ქვეყნებში. ეს არის ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულება სპეციალური წესით და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ანუ რკინიგზამ მიიღო თვითონ გადაწყვეტილება, რომ გაუფორმოს ხელშეკრულება რუსულ კომპანიას, – ამბობს ბესიკ დონაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა ” – რა წერია ბრალის დადგენილებაში
  • “შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს” – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედინა
  • 25-27 სექტემბერს თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge