პროკურატურა 2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს
2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი პაპაშვილის ბრალეულობა დასტურდება და ამიტომ ბრალდების მხარე, გიორგი პაპაშვილისთვის ყველაზე მძიმე სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
“მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლომ დაინახა ამ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ამიტომ ველოდები, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება მაქსიმალური სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი გვქონდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ბაირამ ალი გუსეინოვი [რომელსაც ამავე საქმეზე 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი] და გიორგი პაპაშვილი, თუ როგორ ტოვებენ სახელმწიფო საზღვარს.
ამ საქმეზე, ასევე გამოიკითხნენ, ამავე საქმეში მოქმედი სხვა ფიგურანტებიც, რომლებიც უკვე მსჯავრდებულები არიან. მსჯავრდებულებმა საბა რობაქიძემ და ვერიკო კაპანაძემ განმარტეს თუ რატომ გაჰყვნენ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს სარფში. ორივემ განაცხადა, რომ მათ ეშინოდათ. გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდეგ საბა რობაქიძე და ვერიკო კაპანაძე თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ. ისინი მოიქცნენ, როგორც გიორგი პაპაშვილმა დაარიგა. მან უთხრა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ისინი დაუკავშირდნენ დედას, რომელიც სახლში მივიდა, სადაც თამაზ მთივლიშვილის ცხედარი ნახა.
პაპაშვილის დედამ ნახა ცხედარი და ამის შემდეგ მოხდა უკვე პოლიციის გამოძახება. პაპაშვილმა ასე დაარიგა საბა რობაქიძე, რომ ასე მოქცეულიყო“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ინფორმაციისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, 2 პირმა – მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვმა – სხვა ქვეყანაში მიმალვა მოახერხეს, თუმცა გიორგი პაპაშვილი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან – ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე, საბა რობაქიძე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს – ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
