Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება შეეზღუდება

September 23, 2026
თბილისის ნაწილს წყალი 13 საათით შეუწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება.

წყალმომარაგების დროებითი შეზღუდვა დაკავშირებულია მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობასთან.

„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა საჭიროა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთება.

ახალი მაგისტრალური მილის მოწყობა უკვე დასრულებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კოორდინაციით. განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მისი მოქმედ წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირება.

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.

გვესმის, რომ წყალმომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის თითოეულ აბონენტს.

სამუშაოები წინასწარ მომზადებული გეგმითა და უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა წყალმომარაგება განსაზღვრულ ვადაში აღდგეს.

გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულებული ეტაპების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის.

შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიაწვდის. მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.

ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყვარელში კაცმა 85 წლის ქალი გააუპატიურა, მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა
  • “სკინტლიანი რძის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
  • “მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს „ნოროვირუსს“ მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან – ამაზე პასუხი არის – არა!”- რას ამბობს ივანე ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge