Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპენსიო ფონდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რას ითვალისწინებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონი

September 23, 2026
საპენსიო ფონდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რას ითვალისწინებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონი

საქართველოს საპენსიო ფონდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რას ითვალისწინებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონი.

როგორც საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებლების მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმები გააჩნიათ.

კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1-ელ მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.

2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.

კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.

მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.

დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.

კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.

2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.

დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ირაკლი ღარიბაშვილი თავად ამბობდა, რომ არანაირი ზეწოლა არ იყო და პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავდა – ღარიბაშვილიდან დაიწყო ათვლა? ის არის პირველი პოლიტიკური პატიმარი?! დაასახელოს კიდევ ვინ არიან პოლიტპატიმრები!”- რას ირაკლი ჭეიშვილი
  • პარაპლანით ფრენის წესები იცვლება – 10 წლის და მეტი ასაკის ფრთები სპეციალური ხელსაწყოთი შემოწმდება
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge