მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა- ინფორმაციას aktualge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ავტოავარია მარნეულში, ე.წ. „ქვის საამქროების“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რასაც მარნეულში მოქმედი რესტორნის მფლობელი და შეფ-მზარეული ნამიგ გოჯაევი ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, გოჯაევი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
