Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 22, 2026
“არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად მისაღებია, რომ „„დანიის კულტურის ინსტიტუტის“ პროექტის, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ოთხწლიანია და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ფესტივალზე მოწვეული იყოს მუსიკოსი „კორძი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ ათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის.

„ერთი მხრივ, როდესაც არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მონებს უწოდებ, უუფლებო არსებებს, რომ ესენი არ არიან ადამიანები და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ. ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირისა თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტია
  • ანი ადარეიშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
  • დაკავება 2 წლის შემდეგ – დავით ფეიქრიშვილის აყვანა 2024-ში ტაქსის მძღოლთან მომხდარ დაპირისპირებას ეხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge