მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი იაფდება – როგორია ფასები საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება.
Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 44 დოლარით დაიკლო და 4 302 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 1.1%-ითაა გაიაფებული.
ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 6.30%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 16.2%-იან ზრდას აჩვენებს.
