Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ დრომდე არ არის გახსნილი გიგა ავალიანის ტელეფონი, ამ მიზნით დავნიშნეთ ექსპერტიზა ისრაელში” – ადვოკატი

September 22, 2026
“ამ დრომდე არ არის გახსნილი გიგა ავალიანის ტელეფონი, ამ მიზნით დავნიშნეთ ექსპერტიზა ისრაელში” – ადვოკატი

მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც და­ყო­ლი­ე­ბის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, არ არ­სე­ბობს არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არც სი­ტყვი­ე­რი

მი­თი­თე­ბა და არც სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ნია იმ­ნა­ძის მხრი­დან ვინ­მეს და­ზი­ა­ნე­ბის სურ­ვილ­თან,- ამის შე­სა­ხებ ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.
ად­ვო­კა­ტის თქმით, მათ გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნის მიზ­ნით ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნეს.
“კი­დევ მო­ვი­პო­ვეთ გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბი. კერ­ძოდ, ამ დრომ­დე არ არის გახ­სნი­ლი და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იმ მო­ტი­ვით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი ვერ გა­იხ­სნა. ვი­ნა­ი­დან დაც­ვის მხა­რე ატა­რებს სრულ­ყო­ფილ გა­მო­ძი­ე­ბას, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩავ­თვა­ლეთ, რომ დაგ­ვე­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნის მიზ­ნით ის­რა­ელ­ში. ის­რა­ე­ლის ექ­სპერ­ტე­ბი უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი კო­რეს­პონ­დენ­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას­თან, და­მა­ტე­ბით წარ­ვად­გი­ნეთ სა­სა­მარ­თლო­ში და სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი და­უშ­ვა გან­სა­ხილ­ვე­ლად.

ამ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ბრალ­დე­ბის მხა­რე წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და შუ­ამ­დგომ­ლობ­და ჩვე­ნი მო­თხოვ­ნის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბას, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ და­უშ­ვა ეს. ეს არის ნივთმტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თვის საქ­მეს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ყო­ფი­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

მო­ცე­მუ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ის, რომ დაც­ვის მხა­რეს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სრულ­ყო­ფი­ლად შე­ის­წავ­ლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ყვე­ლა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ამ დრო­ი­სათ­ვის შეს­წავ­ლი­ლია, ხოლო გიგა ავა­ლი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი ამ დრომ­დე გახ­სნი­ლიც კი არ აქვს ბრალ­დე­ბის მხა­რეს, არის ჩვე­ნი კვლე­ვის მთა­ვა­რი კი­თხვის ნი­შა­ნი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დარ­თუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა და ნახ­ვა, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­აა მას­ში.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ცალ­კე­ულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწ­ვდის არას­რულ­ყო­ფილ, არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბრალ­დე­ბის მხა­რე აცხა­დებს, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი დას­ტურ­დე­ბა ამ თუ იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ში­ნა­არ­სი არ ემ­თხვე­ვა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან. ბრალ­დე­ბის მხა­რე ცალ­კე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს არას­წო­რი ფორ­მით აჟ­ღე­რებს და ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­დას­ტუ­რებ­და ნია იმ­ნა­ძის მხრი­დან ვინ­მეს, მათ შო­რის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბის ფაქტს. ეს არ დას­ტურ­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში.

ან­ძე­ბით ხდე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ანძა არის კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის არ­ხის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც აქვს მოქ­მე­დე­ბის ზონა, და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტრზე მეტი. ამ 10-კი­ლო­მეტ­რი­ან რა­დი­უს­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სად მდე­ბა­რე­ო­ბენ, რო­გორ მდე­ბა­რე­ო­ბენ, ერ­თად არი­ან თუ ცალ-ცალ­კე, ამას კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ვერ აღ­ვიქ­ვამთ.

წა­ქე­ზე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად არის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის და­ყო­ლი­ე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რემ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პირი, კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში მყოფ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­ყო­ლია. მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც და­ყო­ლი­ე­ბის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, არ არ­სე­ბობს არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არც სი­ტყვი­ე­რი მი­თი­თე­ბა და არც სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ნია იმ­ნა­ძის მხრი­დან ვინ­მეს და­ზი­ა­ნე­ბის სურ­ვილ­თან“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მას­წავ­ლე­ბელ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს – ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს 6 აგ­ვის­ტოს წა­უ­ყე­ნა. იმ­ნა­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ლ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ნია იმ­ნა­ძემ მის მე­გობ­რებს – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას უთხრა, თით­ქოს­და, მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და მის მი­მართ, რი­თაც მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს. სა­ბო­ლო­ოდ, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მე­ლიც 23 დღის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
  • რობერტ მადიარ ბროვდი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა – ირანი მესამე უმსხვილესი ბაზარია, თუმცა აგვისტოში მაჩვენებელმა იკლო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge