Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

September 22, 2026
“აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, წარმოებს ორგანიზებული კამპანია, რომელიც არის კავკასიაში ახალი დაპირისპირების კერების გაჩენის და მოუშუშებელი იარების კვლავ ხელოვნურად გაღრმავების მცდელობა.

„როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთებს არ სიამოვნებთ კავკასიაში, რეგიონში მშვიდობა და სუსტ წერტილებს ეძებენ, რაც შეიძლება, ახალი კერების გაჩენისთვის გამოიყენონ. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს. არა მხოლოდ დააკავშირეს, არამედ გზავნილები კეთდება, თურმე საქართველომ თვალი უნდა დახუჭოს და მეხსიერებას ჩააბაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი და ასე შეიძლება, ევროკავშირის წევრობის შანსი იყოს. პოზიცია მკაფიოა – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის. საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომ არის წარმოდგენილი დანიშნულების კარგ ადგილად, რომ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და შენარჩუნების შესაძლებლობად და არა – პირიქით. ამიტომ, არც ერთი მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის დარღვევაზე არ გადის“, – განაცხადა მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გდდ-ის მაღალჩინოსანი სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს
  • რა იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტზე – რას ამბობს ადვოკატი
  • გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge