Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“იმნაძე-ბერუაშვილის მობილურებიდან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, ყველა საინტერესო მონაცემი წაშლილი იყო, თუმცა, მსჯავრდებულების მობილურ ტელეფონებში დარჩენილი იყო ის მინიმალური ინფორმაცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა დასკვნების გასაკეთებლად” – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

September 22, 2026
ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი, არასრულწლოვნის დაკავებას ეკა კუპატაძის “ივანიშვილის კართან დგომას” უკავშირებს

არცერთი ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს – იმნაძე-ბერუაშვილის მობილურებიდან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ყველა საინტერესო მონაცემი წაშლილი იყო, თუმცა, მსჯავრდებულების მობილურ ტელეფონებში დარჩენილი იყო ის მინიმალური ინფორმაცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად,- ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის ანასტასია ბერუაშვილის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, დასაკითხ პირთა სიაში ბრალდების მხარეს, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულებიც ჰყავს შეყვანილი, თუმცა ისინი მისცემენ თუ არა ჩვენებას, მისთვის უცნობია.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და საქმეზე დართვის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო რაიმე ინფორმაციული თუ შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი. ეს იყო ძირითადად ფორმალური ხასიათის განჩინებები, რომლებიც ადასტურებდა იმას, რომ არცერთმა ინსტანციამ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატს არ დართო უფლება, გამოეთხოვა ინფორმაცია იმ მობილური ტელეფონებიდან, რომლებიც ჩვენ უკვე ამოვიღეთ, შევისწავლეთ, დავამუშავეთ და შესაბამისად, რომელზეც ჩავატარეთ სრულყოფილი გამოძიება.

თუმცა, ადვოკატი არ ენდობა ჩვენ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და იგი, თავის მხრივ, ცდილობდა მოეპოვებინა კონკრეტული უფლება ამ ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. მან აღნიშნული უარის თქმის შესახებ განჩინებები წარმოადგინა.

დაცვის მხარეს უფლება აქვს, შეისწავლოს კონკრეტული მობილური ტელეფონები, იქიდანაც გამოითხოვოს ინფორმაცია და დანიშნოს ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზა მას [დაცვის მხარეს] გიგა ავალიანის ტელეფონთან დაკავშირებით ნამდვილად აქვს დანიშნული, თუმცა არის ერთი სამართლებრივი პრობლემა, რის არქონის შემთხვევაში, ნამდვილად ვერ ჩაატარებს ექსპერტიზას. ეს არის უფლება სასამართლოს განჩინების სახით, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია წარმოდგენილი მობილური ტელეფონიდან.

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ავალიანის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით ადვოკატი შუამდგომლობდა როგორც პირველ ინსტანციაში, ისე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა არცერთმა სასამართლომ მას ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ჩვენ აღნიშნულ ტელეფონთან დაკავშირებით ისედაც გვაქვს დანიშნული ექსპერტიზა და შესაბამისი განჩინებაც გვაქვს მიღებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შესაბამისად, ამით არ დაზიანდება საქმის სამართლებრივი ინტერესი და ობიექტურობა.

ტელეფონების უმრავლესობიდან ინფორმაცია უკვე მოსულია, ნაწილი კი ჯერ არ მოსულა. იმნაძე-ბერუაშვილის მობილურებიდან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, ყველა საინტერესო მონაცემი წაშლილი იყო, თუმცა, მსჯავრდებულების მობილურ ტელეფონებში დარჩენილი იყო ის მინიმალური ინფორმაცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად.

რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, არცერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს. დასაკითხ პირთა სიაში ჩვენ შეყვანილი გვყავს ყველა მსჯავრდებული, რომლებიც უკვე გასამართლდნენ. თუმცა, მათ აქვთ უფლება, არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და ისარგებლონ დუმილის უფლებით. მისცემენ თუ არა ისინი ჩვენებას, ამის შესახებ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით.

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მოიცავს მოწმეთა ჩვენებებს, მოწმეებისა და ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, ასევე შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ამონაწერებსა და მათი დათვალიერების შედეგად მოპოვებულ მონაცემებს“,- განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ინფორმაციისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოკლული მასწავლებლის ტელეფონს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეისწავლიან
  • “აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის”- რას ამბობს ლევან მახაშვილი
  • მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge