მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მომღერლის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო.
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.