Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დეზინფორმაციაა, თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით, ეს არის დიდი ტყუილი, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა”- რას ამბობს კახა კალაძე

September 22, 2026
“რუსთაველის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი”- კახა კალაძე

გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს, – მის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე ენტეროვირუსის სიმპტომების გამოვლენის გამო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ დღეებში რაციონში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა, ხოლო ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი „ნოროვირუსი“ გახდა და დახურული შვიდივე ბაღი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს.

„ამას არ სჭირდებოდა პანიკა და არც პოლიტიკურ დებატებში შესვლა, ცილისწამებაზე პასუხის გაცემა. საჭირო იყო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა, ასევე კონკრეტული პრობლემის მიზეზების დადგენა.

ჩვენ იმავე დღეს, საბავშვო ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. დღეს უკვე შესაბამისი ლაბორატორიებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, კვლევების შედეგად, გვაქვს სპეციალისტების მიერ გამოვლენილი „ნოროვირუსი“.

რაც მთავარია, რეალურად აღსაზრდელების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, უახლოეს დღეებში სააღმზრდელო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს. დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობას.

ამ დღეებში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ძალიან ბევრი ტყუილი. გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა კონკრეტულ დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ. არ აგვიცილებია პრობლემები, ყოველთვის გამოვდივართ და ვამბობთ იმას, რაც უნდა იცოდეს მოსახლეობამ და რაც მთავარია, ვამბობთ სიმართლეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ამ თემაზე სპეკულაციები კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სიცრუეს ავრცელებენ. მაგალითად, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა.

მადლობას ვუხდი ბაღების სააგენტოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ლაბორატორიებსა და ეპიდემიოლოგებს, ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია „ნოროვირუსის“ გამოვლენისა და პრევენციის პროცესში.

კვლევები გრძელდება. უახლოეს მომავალში გვექნება ინფორმაცია, თუ რა იყო ვირუსის წყარო,“- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “ღარიბაშვილი თავად ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავდა… ღარიბაშვილიდან დაიწყო ათვლა? ის არის პირველი პოლიტიკური პატიმარი?!” – რას ამბობს ჭეიშვილი ყოფილ პრემიერზე
  • ” ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა – პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა”- რას ამბობს ივან ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge