Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად”- რას ამბობს კახა კალაძე

September 22, 2026
რა ქონებას ფლობს უკრაინის მიერ დასანქცირებული კახა კალაძე კიევში?

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

მოვაჭრეების პროტესტს თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდეომაზე გამოეხმაურა.

„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესსექტორის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეები.

„ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე დაავალა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩაერთოს პროცესში. ამასთან, მერის თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან უკვე გაიმართა შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც დღგ-ს გადამხდელთა რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულო 100 000-ლარიანი ზღვრის 500 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს
  • თბილისის ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს
  • ამ წუთებში ყვარელი–ლაგოდეხის გზა გადაკეტილია – ფერმერები მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge