ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტების დანერგვითა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციით, ჩვენ ვაშენებთ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ ენერგოსისტემას – ამის შესახებ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტების დანერგვითა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციით, ჩვენ ვაშენებთ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ ენერგოსისტემას, რაც მდგრადი განვითარების საფუძველია. თანამედროვე გეოპოლიტიკურ ქაოსში და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური გარანტია” – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
