Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაგვწირეს” – კახეთში მევენახეების პროტესტია

September 22, 2026
“გაგვწირეს” – კახეთში მევენახეების პროტესტია

კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება. უკვე მეორე დღეა, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული ავტომობილებია გაჩერებული – მევენახეების ნაწილი ამბობს, რომ დაკრეფილი მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს და ყურძნის შესყიდვის პირობებს აპროტესტებს.

პროტესტი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელშიც გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.

ვენახები აგვაშენებინა სახელმწიფომ. გინდა თუ არა, მითითებული გვქონდა, რომ ზუსტად საფერავი უნდა აგვეშენებინა. იმაზე იძლეოდნენ კრედიტებს, სხვა არაფერზე. ავაშენეთ ეს ვენახები, დღესდღეობით რა დღეში გვყრიან? ლარნახევარი უმაღლეს ხარისხში ფასია, ხალხო? ერთი კილო ყურძნის მოყვანა რა ჯდება? საწვავი რა ფასია? შხამქიმიკატი რა ფასია? 30 თეთრიო… ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს 30 თეთრი საერთოდ ამოიღონ ფასიდან. შვილები სტუდენტები მყავს, შენახვა არ უნდა, კაცო? რით ვიარსებო? ქურდობა დავიწყო? ქვეყნიდან გავიქცე? გაგვწირეს!, – ამბობს გლეხი.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რის გამოც ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო 2026 წლის რთველის ფარგლებში ყველა მევენახის მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს, მათ შორის დაბალი ხარისხის ან დაზიანებული ყურძნისაც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თბილისობა” წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
  • “უახლოეს დღეებსი დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს მუშაობას…”- რას ამბობს კახა კალაძე
  • “ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ საკონტაქტო პირებში წაშლილი იყო გურამის ტელეფონის ნომერი და სახელი” – “სანდო წყარომ” გურიკა დადიანიძის საქმის ყველა ჩვენება მოიპოვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge