სამოქალაქო აქტივისტი ანა ბდეიანი ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის საბაბით 4 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
ბდეიანის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლით, Facebook-კომენტარის გამო დაიწყო.
ბდეიანმა კომენტარი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ვიდეოზე დაწერა. ვიდეოში რაზმაძე გეორგიევსკის ტრაქტატზე ირაკლი კობახიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებებს მიმოიხილავს. ამავე ვიდეოზე დაწერილი კომენტარის გამო ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული თორნიკე რაზმაძის მიმართაც. შსს მას საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავება. როგორც რაზმაძე აცხადებს, სადავო კომენტარი მან მარგარიტა სიმონიანის შესახებ დაწერა.
