Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ იქ?! – ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ყველა დარწმუნდა’- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

September 21, 2026
„ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ იქ?! – ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ყველა დარწმუნდა’- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

“ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ იქ?! სად არის ლოგიკა?! – გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნის მტრობა ძალიან ცუდად დამთავრდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “იგლ ჰილსის” წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ ძალებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ და ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ კონკრეტულ ძალებს. “იგლ ჰილსი” საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს ძალიან აშინებთ იმ ადამიანებს და ძალებს, ვინც ამ სრულიად თითიდან გამოწოვილ აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ. საქართველოში 4 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან, 0.3%, 7 არაბული სახელმწიფოდან გამოსული ადამიანები არიან.

ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომ საზოგადოება ააღელვონ. ეს რომ ასე არ არის, თვითონაც კარგად იციან. “ტრამპ თაუერი” რომ შენდება, მხოლოდ ამერიკელებმა უნდა იცხოვრონ “ტრამპ თაუერში”?! სად არის ლოგიკა?! როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ეს არის “ნამახვანჰესი 2”. ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს რომ არ გაუვათ, აქციის მონაწილეების რაოდენობითაც ჩანდა. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, კაი ხანია, ყველა დარწმუნდა. საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები რომ კარგად არავის დაუმთავრდება, ცალსახაა. ესეც გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნის მტრობა ძალიან ცუდად დამთავრდება,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს. ორგანიზატორების აცხადებდნენ, რომ აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  • სამოქალაქო აქტივისტი ანა ბდეიანი ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფის საბაბით 4 000 ლარით დააჯარიმეს
  • პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი ინიციატივა, რომელიც საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge