“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
დავითაძეები ჰყვებიან, რომ რუსთავის მეექვსე ციხის ცხრა ბადრაგს 33 წლის კაცი დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა.
ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს.
