შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ნაკრების ორი წევრის – 22 წლის შალვა ხაჩიძისა და 33 წლის კახა ამბროლავას ეძებს. ორივე მამაკაცი გაუპატიურებაშია ბრალდებული. ისინი კილმარნოკის სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ, თუმცა სხდომაზე არც ერთი არ მოვიდა. ამის შემდეგ მათი დაკავების ორდერები გაიცა. აღნიშნულის შესახებ უცხოური მედიაწერს.
საქმე 2024 წლის აპრილში, დუმფრისში მომხდარ რამდენიმე ეპიზოდს უკავშირდება. იმ პერიოდში საქართველოს კერლინგის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისთვის შოტლანდიაში იმყოფებოდა.
რას ედავებიან ქართვეკლ სპორტსმენებს?
ხაჩიძესა და ამბროლავას ღამის კლუბის ქალთა საპირფარეშოში ქალზე თავდასხმა და სექსუალური ძალადობა ედებათ ბრალად. ბრალდების თანახმად, მათ ქალი საპირფარეშოს კაბინაში შეიყვანეს და გააუპატიურეს, რა დროსაც პირზე ხელებს აფარებდნენ.
საქმეში კიდევ რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი. მათ შორისაა ქალების თვალთვალი. როგორც გამოცემა The Sun წერს, საქმის მასალების მიხედვით, ისინი ქალებს საპირფარეშოებში მიჰყვებოდნენ, ხოლო მობილური ტელეფონით უღებდნენ.
