სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, სადაც 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ იყო მოთავსებული – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ ტვირთის საქართველოში შემოტანას ცდილობდა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია განცხადებაში.
