Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

September 18, 2026
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლოში დაიკითხა – ის პირველ კომენტარს აკეთებს

პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს.

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო ალბუთაშვილთან და გიორგი ჩახუნაშვილთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.

მსჯავრდებულები ზაქრო ალბუთაშვილი და გიორგი ჩახუნაშვილი ხუთ პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 7 მაისის განაჩენით ნიკა გვენცაძე სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები
  • პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • მაია ბუწაშვილი ბაგა-ბაღებში კვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge