Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ასევეა ჩვენთან, ოღონდ ყირგიზეთში მოზიდული ფული თუ ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, საქართველოში „ოცნების“ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება…” – რას წერს რომან გოცირიძე

September 18, 2026
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა” – რას წერს რომან გოცირიძე

“ასევეა ჩვენთან, ოღონდ ყირგიზეთში მოზიდული ფული თუ ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, საქართველოში „ოცნების“ კორუფციულ ინტერესებს ემსახურება…” – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საშუალო წლიურმა ზრდამ 7,9 პროცენტი შეადგინა. შთამბეჭდავია, მაგრამ ყირგიზეთს ვერ შევედრებით: იქ გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 11 პროცენტი იყო და წელს კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი (წლის პირველ ნახევარში 11.9 პროცენტით გაიზარდა).
თუ რა სახის ეკონომიკურ ზრდასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში, ამის ახსნის იდეალური მაგალითი ყირგიზეთია, ოღონდ ერთი განსხვავებით-იქ ეკონომიკური ზრდის პროდუქტი ქვეყნის განვითარებას ხმარდება, აქ კი „ოცნების“ კორუმპირებულ რეჟიმს. ქართული პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკა იზრდება, ხალხი ამას ვერ გრძნობს და უცხოეთში გარბის, ყირგიზეთში კი უკან ბრუნდება.
მოდით, ვნახოთ, თუ რა ხდება ყირგიზეთში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა აგრესიამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რეგიონის ეკონომიკურ ნაკადებს მიმართულება შეუცვალა. ყირგიზეთის ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა პირდაპირაა განპირობებული ომის ფაქტორით-ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, დასავლური, სანქცირებული თუ არასანქცირებული საქონლით მომარაგების ერთ-ერთ მთავარ ჰაბად იქცა.
გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირიდან ყირგიზეთში საქონლის ექსპორტი 2021 წლიდან დაახლოებით რვაჯერ გაიზარდა-2.5 მილიარდ დოლარამდე.
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, რეექსპორტმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 40 პროცენტამდე უზრუნველყო.
ყირგიზეთის გავლით რუსეთში შედის დასავლური და ჩინური საქონელი, მათ შორის ავტომობილები (ძირითადად საქართველოდან გატანილი), ტექნიკა და აღჭურვილობა. ამ ფონზე, 2020 წლიდან საგადასახადო შემოსავლები ოთხჯერ გაიზარდა, საბაჟო მოსაკრებლები-ექვსჯერ, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციები 2021 წლიდან 16-ჯერ გაიზარდა.
თანხები იდება გზებში, ჩინეთსა და უზბეკეთში შემავალ რკინიგზაში, აეროპორტების რეკონსტრუქციასა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. ბიშკეკში სამშენებლო ბუმია, ამასთან, ყირგიზეთმა უკვე თვითონ დაიწყო სამუშაო ძალის მოზიდვა სამხრეთ აზიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ადრე მისი მოქალაქეები მასობრივად მიდიოდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ.
ხომ არ გეცნოთ ზრდის ფაქტორები? “. ” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასწავლო პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაშიც შეწყდა
  • ვინც NGO-ში ყველა აგენტი არ არის – ირაკლი კობახიძე
  • გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge