Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“21-ე სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ”- გივი მიქანაძე

September 18, 2026
“21-ე სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ”- გივი მიქანაძე

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო — ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ.

ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო. მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მშობლების თქმით, აქციის მიზეზი მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, საიდანაც გაიგეს, რომ შენობა ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს, მოსწავლეები კი სხვა სკოლებში უნდა გადაიყვანონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასწავლო პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაშიც შეწყდა
  • ვინც NGO-ში ყველა აგენტი არ არის – ირაკლი კობახიძე
  • გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge