Saturday, July 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს – ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც “გაუცინარი კაცის” პარტნიორი იქნება

July 31, 2022
ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს – ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც “გაუცინარი კაცის” პარტნიორი იქნება
ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. “Emanet” (“სხვი­სი შვი­ლი”) ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.
  • სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა. პა­ტა­რა ბავ­შვი, რო­მე­ლიც დედ-მა­მას და­კარ­გავს, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ბი­ჭის ბიძა ცდი­ლობს ძმიშ­ვი­ლი თა­ვად აღ­ზარ­დოს, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი რძლის და არ აძ­ლევს. სა­ბო­ლო­ოდ წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდე­ბათ.

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, “გა­უ­ცი­ნა­რი კაცი” ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება
ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი და სილა თურ­ქოღ­ლუ

 

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის პარტნი­ო­რი სე­რი­ალ Emanet-ში მე­სა­მე სე­ზო­ნი­დან ქარ­თვე­ლი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, “სხვი­სი შვი­ლი“ მის­თვის პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი დრა­მა იქ­ნე­ბა.

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება

სე­რი­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ. მთა­ვარ გმი­რებს კი ჰა­ლილ­სა და სი­ლას სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად აღი­ა­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბუ­ლე­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ. სილა თურ­ქოღ­ლუმ სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი კომ­პა­ნია Karamel Yapım-ი მო­ბინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მსა­ხი­ობ­მა გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თა. ქალს კონ­კრე­ტუ­ლად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია თუ რა სა­ხის ზე­წო­ლას ახ­დენ­დენ მას­ზე, რად­გან ტერ­მი­ნი მო­ბინ­გი, მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლის და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, კრი­ტი­კას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­ცინ­ვას.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილს, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. ქალს მე­უღ­ლე ლაშა მგე­ლა­ძე და ერთი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც მისი “ფე­ის­ბუ­ქი­დან” გა­ვარ­კვი­ეთ, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბა სტამ­ბოლ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე.

მარ­თა­ლია, თა­ვად მე­დი­ას­თან სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ სე­ზონ­ში ჰა­ლილს პარტნი­ო­რო­ბას ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი გა­უ­წევს.

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება

სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის “ფე­ის­ბუქ” პრო­ფილ­ზე ვკი­თხუ­ლობთ:

“ახლა ვფიქ­რობ ალ­ბათ რო­გორ გი­ჭირს შენი ლა­მა­ზი ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნა. რო­გორ გე­ნატ­რე­ბა შენი ოჯა­ხი. ამ­ხე­ლა ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბო­და მაგ­რამ, ესეც შენს და შენი ოჯა­ხის სიძ­ლი­ე­რეს ამ­ტკი­ცებს…

არ შე­მიძ­ლია არ ავღ­ნიშ­ნო შენი მე­უღ­ლის მხარ­ში დგო­მა, ბევ­რი ვერ, ან არ გა­ა­კე­თებ­და ამას. ეს ამ­ტკი­ცებს თქვე­ნი ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს.“

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება

  • ლაშა მგე­ლა­ძე და ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩე­ულ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ერ­თმა­ნე­თი კა­ბა­დო­კი­ა­ში გა­იც­ნეს 15 წლის წინ, რო­დე­საც ცეკ­ვის ან­სამ­ბლი გას­ტროლ­ზე გახ­ლდათ და ლა­შამ ნანა სცე­ნა­ზე ნახა. მალე და­ქორ­წინ­დნენ და მას შემ­დეგ ისი­ნი არა­ერთ კლიპ­ში არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი.
ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება
ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

 

რო­გორ გა­ვარ­კვი­ეთ, 32 წლის ნანა პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვეა. ის ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რია და აქვს სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ხაზი “ნანა ქარ­თვე­ლი…“ მისი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი კი სწო­რედ სტამ­ბო­ლია, სა­დაც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება

ქალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ, რომ მისი ბე­ბია ნი­გარ ხა­ნუ­მიც ულა­მა­ზე­სი იყო.

წყარო: ამბები ჯი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვითხოვთ დროებით მთავრობას…“ – გიორგი ვაშაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს?
  • ცვლილება, რომელიც საქართველოში 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge