Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არ არის უბედური შემთხვევების ნუსხა. ეს კორუფციის მიერ მოკლულთა სიაა…” – რას წერს ნიკა გვარამია

September 18, 2026
პოლიციამ შიდა ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

ეს არ არის უბედური შემთხვევების ნუსხა. ეს კორუფციის მიერ მოკლულთა სიაა… – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. გვარამია კორუფციისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში არაერთი ტრაგედია სწორედ კორუფციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და დაუდევრობას უკავშირდება.

“როცა ვამბობთ, რომ კორუფცია კლავს, ეს მეტაფორა არაა.
კორუფცია და კორუმპირებული ჩინოვნიკი უკიდურესად საშიშია ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. და თუ კორუფციით გამოწვეულ ტრაგედიებს ყოველთვის სიკვდილამდე არ მივყავართ, ეს მხოლოდ გამართლებაა. ყოველთვის არ გაგვიმართლებს.
კი, კორუფციამ მოკლა 16 წლის ანრი ჯახუა, ე.წ რიყის დოქების ტერიტორიაზე მიტოვებულ თხრილში რომ ჩავარდა და დაიღუპა. 2025 წელი
კი, კორუფციამ მოკლა დავით ბართაია და მანანა დარახველიძე, ვინც ვაგზლის მოედანზე (თევდორე მღვდლის 14) მესამე კლასის ავარიული საცხოვრებელი სახლის პარაპეტის ჩამონგრევას ემსხვერპლა. 2025 წელი
კი, კორუფციამ მოკლა ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე დაუცველ წყლით სავსე თხრილში ჩავარდნილი და დაღუპული 3 და 6 წლის მცირეწლოვანები, შაინიძე და თოდაძე (მედიაში სახელები არ მოიპოვება). 2025 წელი
კი, კორუფციამ მოკლა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც გაუმართავ შადრევანს შეეწირა ვაკის პარკში. 2022 წელი
კი, კორუფციამ მოკლა 16 წლის დათუნა ჟღენტი, რომელიც წყნეთში სკვერში „მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას” დატოვებულ შიშველ ელექტროსადენს შეეხო და დაიღუპა. 2023 წელი
კი, კორუფციამ მოკლა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამონგრევით დაღუპული 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. პირველ სართულზე მზიდი კედელი მოხსნეს, რაზეც ქალაქის სამსახურებმა თვალი დახუჭეს. დაისაჯა ბინის მფლობელი და ორი მუშა, და არც ერთი ჩინოვნიკი. 2021 წელი
კი, კორუფციამ მოკლა ბათუმშივე, სასტუმრო „ლეოგრანდში”, ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანი (ყველა კვამლით დაიხრჩო). სასტუმროს ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია არ ჰქონდა, ისე ჩაიბარეს ექსპლოატაციაში. 2017 წელი
კი, კორუფციამ მოკლა შოვში ღვარცოფში მოყოლილი 32 დაღუპული. უკანონოდ გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, არჩატარებულ საზედამხედველო სამუშაოებს, სტიქიური საფრთხეების მაღალი რისკის ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილების სისტემებისა და სამაშველო ვერტმფრენების შეძენის ნაცვლად, საკუთარი ტროლების ბიუჯეტიდან ასობით მილიონით დაფინანსებას საჯარო სამსახურებში, სსიპებსა და აიპებში.
კორუმპირებულთა ხელიდან მკვდარია, ვინც სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, რიონზე გადებული 801-მეტრიანი ახალი ხიდის ჩანგრევისას იქ შეიძლებოდა ყოფილიყო. მეც, შენც, შენი მეგობარიც, შენი შვილიც, მშობლებიც, მეზობელიც, ნათესავიც, ნებისმიერი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო და კორუფციის მიერ მოკლულთა დაუსრულებელი სია შეევსო. ამჯერად გაგვიმართლა. ყოველთვის არ გაგვიმართლებს. 2023 წელი
კორუმპირებულთა ხელიდან მკვდარია, ვინც რიკოთის ახალ მაგისტრალზე, 2,6 მილიარდ ლარად აშენებული „საუკუნის პროექტში” ქვათაცვენით და მეწყერით დაზიანებულ გვირაბში შეიძლებოდა ყოფილიყო. მეც, შენც, შენი მეგობარიც, შენი შვილიც, მშობლებიც, მეზობელიც, ნათესავიც, ნებისმიერი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო და კორუფციის მიერ მოკლულთა დაუსრულებელი სია შეევსო. ამჯერად გაგვიმართლა. ყოველთვის არ გაგვიმართლებს. 2023 წელი
კორუმპირებულთა ხელიდან მკვდარია ის 10 ადამიანი, ვინც გუდაურში, სახელმწიფო „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ საბაგიროზე დაშავდა. მოძრაობის მიმართულება შებრუნდა, ადამიანები დიდი სიმაღლიდან სავარძლებიდან ცვიოდნენ. ამჯერად გაგვიმართლა. ყოველთვის არ გაგვიმართლებს. 2018 წელი
ეს არ არის უბედური შემთხვევების ნუსხა. ეს კორუფციის მიერ მოკლულთა სიაა. უფრო სწორად, მისი ძალიან მცირე ნაწილი. კიდევ რამდენი უცნობი შემთხვევაა, რამდენი დამალული მსხვერპლი და მიჩუმათებული ტრაგედიაა, ვერც კი წარმოვიდგენთ. ამ საშინელების მთელ მასშტაბს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გავიგებთ. გავიგებთ და შეგვზარავს.
თუმცა, ვიყოთ გულახდილები: გვახსოვს კი თუნდაც ეს შემთხვევები? გვახსოვს კი დაღუპულთა გვარ-სახელები?
ეს სია გაგრძელდება, ვიდრე კორუფცია მეფობს. გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ თავად მას არ დავასრულებთ, ვიდრე სახელისუფლებო ოფისებიდან არ გავყრით მათ, ვინც თავისი დანაშაულებით და გაუგონარი სიხარბით ამ საშინელ სიას წერს.
ეს თუ არ დავასრულეთ, არც ყოველთვის გაგვიმართლებს, და არც ყოველთვის ჩვენთვის უცნობი გვარ-სახელები იქნება ამ სიაში.” – წერს ნიკა გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კახი კალაძე არა მხოლოდ კორუმპირებულია, ფაქტობრივად, ბიოტერორისტად იქცა – დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ”
  • კობახიძის განკარგულებით სასულიერო აკადემიისთვის ბიუჯეტიდან კიდევ 50 000 ლარი გამოიყო
  • გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge