ირაკლი კობახიძე არმაზ ახვლედიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აანონსებს – როგორც მთავრობის მეთაურმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით (რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს) აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ თუ დადგინდება და აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ ამასთან გვაქვს საქმე – თუ დადგინდება რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა კობახიძემ.
