ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს შემდეგნაირ გარიგებას სთავაზობს – “ქართული ოცნების” პირობა ასეთია: “მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული”.
“ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ ტავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს. ეს პოზიცია ზალაში რჩება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები შესაბამის ორგანეოებს საკუთარი განცხადებით მიმართავენ, ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში – როდესაც ამ რადიკელებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, რა არის მათი რეალური მიზანი, მათი ერთადერთი მიზანი არის რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაქვს სხვა დღისწესრიგი.
