შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის ალაპარაკებას არ ელოდება – პარლამენტის თავმჯდოამარის განცხადებით, სუს-ის ყოფილ შეფს რაიმე რომ ჰქონოდა სათქმელი, აქამდე იტყოდა.
“მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს” – უთხრა დღეს ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
რა უნდა ვთქვათ, თუკი რაიმე იქნებოდა სათქმელი, ხომ აქამდეც ითქმებოდა. ასე რომ ვხედავთ, რომ ძალიან მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს – ნუ მშვიდად იმის კვალობაზე, როცა საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირების მხილებას სხვადასხვა დანაშაულში, რა თქმა უნდა, აქ სიმშვიდე მხოლოდ პირობითია. ძალიან მიზანმიმართულია პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს იმისთვის, რომ მხილებული იქნას ყველა კორუფციული დანაშაული”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე
