Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაცია “ქართული ოცნების” და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობა – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

September 18, 2026
“ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაცია “ქართული ოცნების” და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობა – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

“ძლიერი საქართველო-ლელოს” გენერალური მდივანი ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციას ეხმაურება და კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

კუპრაძის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობა სწორედ “ქართული ოცნების” და კალაძის კორუფციულ საქმიანობას ეწირება”.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” განათლების რეფორმაზე, ვერგახსნილ სკოლებზე და სკოლებში კვების პრობლემაზე.

თბილისის 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციით ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი – ეს არის “ქართული ოცნების” და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა კორუფციულ საქმიანობასაც ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა ეწირება.

ივანიშვილის რეჟიმს მომავალი თაობის ბედი სრულიად არ ანაღვლებს – საქართველოში ახალი სასწავლო წელი განათლების სისტემაში უმძიმესი კრიზისის ფონზე დაიწყო. ათი ათასობით მოსწავლე, ივანიშვილის
კორუფციული მმართველობის შედეგად, საკუთარ საკლასო ოთახში წელსაც ვერ შევიდა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციოა 131 სკოლა, მათგან 60 სკოლაზე ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. მაგალითად, თბილისში არსებული 284 სკოლიდან 38-ში წელს პირველი ზარი არ დაირეკა.

20 000 მოსწავლე ისევ სხვა სკოლებშია გახიზნული, ხოლო მათ ტრანსპორტირებაში უკვე 50 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

ეს აღარ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა – ეს არის განათლების სისტემის რღვევა და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგი.

ბავშვები სკოლაში მშიერი მიდიან!

UNICEF-ისა და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

„ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არაერთხელ გაცემული დაპირება და არ დაიწყო უფასო სასკოლო კვების პროგრამა, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ.

ბავშვთა შიმშილი პირდაპირ უკავშირდება როგორც ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე უარყოფითად აისახება სწავლის ხარისხზე.

უფასო სასკოლო კვება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ ისე, როგორც ეს წალენჯიხაში შევძელით!

ეს ნამდვილად არ არის შეუსრულებელი ამოცანა, ამისთვის მთავარი პოლიტიკური ნებაა, რომელიც ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს არ გააჩნია.

უფასო სასკოლო კვების პროგრამა 1-დან მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბიუჯეტს მხოლოდ 147 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს მაშინ, როდესაც ასობით მილიონი ლარი იფლანგება სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგოკომპანიებში, ბიუროკრატიასა და უკონკურენტო შესყიდვებზე. ირაკლი კობახიძემ თავადაც აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი იფლანგებოდა, ანუ ფული არსებობს – არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული ბავშვების კვებას, განათლებასა და კეთილდღეობას მოხმარდეს. ამის შედეგია, რომ სკოლებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი მიდის.

საქართველოში 188 საჯარო სკოლამ წელს ვერცერთი პირველკლასელი ვერ მიიღო, ხოლო 727 საჯარო სკოლაში 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელი მივიდა.

ეს ციფრები ძალიან კარგად ასახავს საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ სურათს. ქართულ ოჯახებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება, რადგან ოჯახებს მძიმე სოციალური პირობები, სიღარიბე და გაურკვეველი მომავალი აწუხებთ.

ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და რომელშიც დღეს ჩვენ და ჩვენს შვილებს უწევთ ცხოვრება.

აღარაფერს ვამბობ სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტზე. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები მხოლოდ ფურცელზეა. 6 მოსწავლეზე მხოლოდ 1 სპეცმასწავლებელი მოდის, რაც საკმარისი არ არის. პრობლემის რეალური გადაჭრისთვის კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს!

ინკლუზიური განათლება მხოლოდ კანონსა და დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვა არ უნდა იყოს – სახელმწიფომ თითოეულ ბავშვს რეალურად უნდა მისცეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ასეთი კი 14 000 მოსწავლეა საჯარო სკოლებში.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რეჟიმის ყველაზე დიდი მავნებლობა და საკუთარი ხალხის მიმართ მტრობა იმაში გამოიხატა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ისტორია მოიპარა, პროპაგანდისტულად გადაწერა და გააყალბა ისტორიული ფაქტები, მათ შორის რუსეთის ორსაუკუნოვანი მტრობის ისტორია.

ეს უკვე მხოლოდ განათლების საკითხი აღარ არის. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ბავშვებს დამახინჯებული ისტორია ასწავლოს, ის ცდილობს ერს წაართვას მეხსიერება – საკუთარი ქვეყნის წარსული და, შესაბამისად, მომავალიც.

ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ.

ამას თუ დავუშვებთ, ეს იქნება ჩვენი უდიდესი შეცდომა და დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ჩვენი შვილების განათლება, მათი ჯანმრთელობა, მათი უფლებები და მათი ქვეყნის ისტორიის ცოდნა პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი არ უნდა იყოს.

ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში, როგორც შინაარსი, ისტორია, როგორც ინფრასტრუქტურა – განადგურებული სკოლები და როგორც დემოგრაფია, რომ თითქმის 1000-ზე მეტს სკოლაში, დაახლოებით 30%-ში საერთოდ პირველკლასელი არ შესულა და 730-მდე სკოლაში 5-ზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი “ქართული ოცნების” მიერ. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით და ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს, მაგრამ თქვენი თანადგომა ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი”.- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • “ოლისე საუკეთესოდ მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით დავასახელე, თორემ აქამდე სულ კვარაცხელიას ვუჭერდი მხარს”- რას ამბბობს ვილი სანიოლი
  • რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge